ფინანსური დირექტორი

აღწერა

შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურებით, კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციებზე ზედამხედველობა, ფინანსური ანგარიშგების
  • საერთაშორისო სტანდარტებთან და სხვა რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,
  • ყოველ თვიური ფინანსური ანალიზის მომზადება დირექტორისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეებისთვის.
  • კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით;
  • მიმდინარე და შესრულებული პროექტების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • კომპანიის მუშაობის პროცესში სხვადასხვა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ, ბალანსზე, მოგება- ზარალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე და სხვა უწყისებზე ინფორმაციას მიწოდება კომპანიის დირექტორისათვის
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა, მენეჯმენტის დროული ინფორმირება
  • ინვენტარიზაციის შედეგების კონტროლი, მოქმედი კანონმდებლობით, დაკისრებული ფუნქციებისა და პროცედურებით დადგენილ ფარგლებში;
  • მონაწილეობის მიღება კომპანიის სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის და სხვა პოლიტიკის შემუშავებაში და მათი შესრულების კონტროლი;

მოთხოვნები:
  • განათლება ფინანსების განხრით, სასურველია უცხოეთში მიღებული განათლება.
  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ დირექტორად, უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენის დონეზე ცოდნა;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service-ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.

ადგილმდებარეობა
Location Icon რუსთავი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური დირექტორი
GLOBAL AUTO IMPORT
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

აღმასრულებელი დირექტორი
კომპანია
თბილისი 12000₾ დედლაინი: 1 კვირაში

საოპერაციო მენეჯერი
მისტერ მასტერი
თბილისი 3000₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის მენეჯერი
მადარტი
თბილისი 1800₾-2300₾ დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


Construction Service
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო