აკადემიის მენეჯერი

აღწერა

"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი ** სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, 40საათი ** ანაზღაურება: 2 თვე გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი ** გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2000 ლარი (დარიცხული) ძირითადი მოვალეობები: ** აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის ყველა ასპექტის მართვა და ცენტრის ფუნქციონირების კონტროლი ** ორგანიზაციული მიზნებისა და განვითარების გეგმის დასახვა ** პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა ** სასწავლო გეგმების ჩამოყალიბება და დანერგვა ** მოსწავლეების მონაცემთა ბაზების შექმნა, ინფორმაციის ანალიზი და მონიტო-რინგი ** მასწავლებლების შერჩევა აკადემიის კონცეფციის შესაბამისად ** მასწავლებლების მუშაობაზე დაკვირვება და ხარისხის კონტროლი ** სწავლის პროცესის მონიტორინგი ** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა ** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა ** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი ** სტუდენტებისთვის აქტივობების და ივენთების დაგეგმვა ** ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა/დაწყება ** ინფორმაციის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება ** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება ** საზაფხულო სკოლების დაგეგმვა და განხორციელება აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ინგლისური ენის ცოდნა B2 ** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე ** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი ** გუნდის მართვის უნარი ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი ** კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა შერჩევის ეტაპები: ** ტესტირება ინგლისურ ენაში ** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


English Language Academy - Levels

ანაზღაურება


21,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო