რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი

აღწერა

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი - მცხეთა-მთიანეთი, სტეფანწმინდა დაქვემდებარება - რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების კოორდინატორი, რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 (ექვსი) დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შესვენება 1 სთ), ხოლო შაბათს - 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ანაზღაურება - 1200-1500 ლარი (კომპეტენციის ფარგლებში) +ბონუსი გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი) დამატებით სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50% ფასდაკლება კომპანიის სერვისზე; ** FitPass. ფუნქცია-მოვალეობები: ** საბაზო სადგურების მომსახურება, წესრიგში მოყვანა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** დაზიანების შემთხვევაში, საბაზო სადგურებზე დროული მისვლა; ** დაზიანების შემთხვევაში, მიზეზის პოვნა, ანალიზი და მისი აღმოფხვრა; ** ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და გადაჭრის გზების განსაზღვრაში ჩართულობა; ** სადგურზე ელენერგიის მიწოდების შეფერხებისას სადგურის ელმომარაგება მობილური გენერატორის საშუალებით; ** სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დადგენილი წესით მიწოდება; ** საბაზო სადგურების გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** კვების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პერიოდული ტესტირება; ** გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება; ** საბაზო სადგურებზე ახალი აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია, ქსელში ინტეგრირება; ** სამსახურეობრივ ელფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კავშირგაბმულობის მიმართულებით; ** სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით; ** ცოდნა - რადიო-სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** IP ქსელის ცოდნა საბაზისო დონეზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი, მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდა". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


სქაიტელი

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო