რადიოქსელის მომსახურების განყოფილების სუპერვაიზერი

აღწერა

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიოქსელის მომსახურების განყოფილების სუპერვაიზერის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -18:00 სთ ანაზღაურება - ხელზე ასაღები 2 000 ლარი გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი) დამატებით სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება; ** კორპორატიული ნომერი; ** FitPass. ფუნქცია - მოვალეობები: ** განყოფილების თანამშრომლების მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში; ** განყოფილების მოკლე და გრძელ ვადიანი გეგმების შედგენაში და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ** სათადარიგო ნაწილების რაოდენობის განსაზღვრა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი შეკვეთა; ** საბაზო სადგურების მომსახურების კონტროლი; ** ქსელში დაზიანებაზე მყისიერი რეაგირება, დაზიანების გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა, დაზიანების აღმოფხვრის კონტროლი, რეგლამენტირებულ ვადებში; ** საბაზო სადგურებზე სამონტაჟო და ქსელის განახლება-გაფართოების სამუშაოების დაგეგმარებაში მონაწილეობა; ** ქსელში პერიოდული მონიტორინგის წარმოება მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით; ** საბაზო სადგურების მონტაჟის სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლი; ** გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა; ** განყოფილების მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირება და შესრულების ხარისხის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კავშირგაბმულობის მიმართულებით; ** ცოდნა - რადიო ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** სასურველია, აპარატურასთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა; ** IP ქსელის პრინციპების ცოდნა; ** ელექტრული კვების სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიო ქსელის განყოფილების სუპერვაიზერი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი
სქაიტელი
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სქაიტელი

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო