აღწერა
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს", არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ ფინანსურ, საბუღალტრო მომსახურებას, ასევე ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტს, ბიზნეს გეგმის მომზადებას და სხვადასხვა ფინანსურ საკონსულტაციო საქმიანობას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
პერიოდულად ჩაატაროს კომპანიის ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი;
** მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის შედგენაში, კომპანიის ფინანსური და ბიზნეს გეგმების შემუშავებაში;
** განახორციელოს შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან და ისტორიულ მონაცემებთან შედარებით;
** მოახდინოს აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების წარმომადგენელთან;
** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
** შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტიურ მონაცემებს;
** მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით ფინანსური მიმდინარე და დასრულებული პროცესების შესახებ;
** შეიმუშაოს და გამართოს დოკუმენტაციის შენახვის სისტემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** მონაცემთა დამუშავების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი
** პასუხისმგებლობა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს! |