საწყობში ელექტრო სატვირთველის მძღოლი

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, PepsiCo ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობში ელექტრო სატვირთველის(ფორკლიფტის) მძღოლის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტრო სატვირთველის და ამწევი პლატფორმის მართვა წესების დაცვით;
  • ელექტრო სატვირთველის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება მოედანზე სამუშაოს დაწყების წინ, ხოლო დასრულებისას, გაუმართაობის ან სხვა ხარვეზის შემთხვევაში, შეტყობინება;
  • პროდუქციის დროული დატვირთვა/გადმოტვირთვა, გადაადგილება საწყობში-დახარისხება, დაწყობა, და აშ.
  • ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
  • პროდუქციის შეგროვება ასორტიმენტის მიხედვით, მათი რაოდენობისა და დასახელებების შემოწმება და შედარება დოკუმენტში მითითებულ მონაცემებთან .
  • პროდუქციას მომზადება აღწერისთვის.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:
  • განათლება - საშუალო
  • ფორკლიფტის ან სხვა ნებისმიერი სატვირთველის მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • სატვირთველის უსაფრთხო მართვის წესების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?
  • კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1550 ლარი
  • ჯანმრთელობს და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობში ელექტრო სატვირთველის მძღოლი
Pepsico
თბილისი 1550₾ დედლაინი: 2 დღეში

დისტრიბუტორი
ელვარე
თბილისი 3₾-1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის მენეჯერი
ელვარე
თბილისი 2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობში თანამშრომელი
კომპანია
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

დამხმარე საწყობში
ექსტრამითი
თბილისი 700₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


PepsiCo

ანაზღაურება


1,550₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო