დისტრიბუტორი

აღწერა

შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. რას გააკეთებ? ** წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა; ** იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა; ** მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა; ** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება); ** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა; ** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მიხედვით და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით; ** პროდუქტის დაუზიანებლად და დროულად მიწოდება დამკვეთზე; ** ზედნადების მიხედვით ობიექტების მომარაგება/პროდუქციის გადატვირთვა; ** დროული რეპორტინგი მენეჯერთან რაიმე პრობლემის წარმოქმნასთან დაკავშირებით; ** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება; სასურველია: ** მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც; ** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გეძებთ შენ, თუ გაქვს: ** ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი. რას გთავაზობთ? ** კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ); ** კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე) ** ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1000 ლარი; შემდეგ - 1200 ლარი; ** სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დისტრიბუტორი
პირამიდა 2022
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 5 საათის წინ

დისტრიბუტორი
აის ეიჯი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 5 საათის წინ

დისტრიბუტორი
კორიდა
თბილისი დედლაინი: 5 საათის წინ

კომპანია


ელვარე

ანაზღაურება


3₾ -1,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო