საწყობის თანამშრომელი

აღწერა

კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. კომპანია "ივენთივი" / https://eventive.ge/ არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილებით უზრუნველყოფას. ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბჭოს ქუჩა ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში არსებული ინვენტარის მოწესრიგება/მონიტორინგი; ** საწყობში არსებული ინვენტარის დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებისთვის გასატანი ინვენტარის გაცემის უზრუნველყოფა: გადალაგება; მანქანაზე დატვირთვა/ ჩამოტვირთვა; ** საწყობში შემოსული ინვენტარის მიღება პროცედურის შესაბამისად; ინვენტარის დათვლა, ხარისხის შემოწმება, დოკუმენტურად გაფორმება; ** დაზიანებული ინვენტარის შეძლებისდაგვარად შეკეთება; ** საწყობში სისტემატური ინვენტარიზაციის ჩატარება ** სხვა საქმიანობა რაც ემსახურება კომპანიის მიზნებს. მოთხოვნები: ** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით ** ენერგიული, ორგანიზებული, დაუზარელი, კეთილსინდისიერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია "ივენთივმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში." მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ივენთ მენეჯერი
ივენთივ
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ივენთივ
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო