ივენთ მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "ივენთივი" / https://eventive.ge/ არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილებით უზრუნველყოფას. ანაზღაურება: 1200-1500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი ივენთ პროექტებიდან სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95 (საბურთალო) ძირითადი მოვალეობები: ** კორპორატიული და კერძო ღონისძიებების კონცეფციების შექმნაში ჩართულობა ** ღონისძიებების დაგეგმვასა და ეფექტურად განხორციელებაში ჩართულობა ** ღონისძიებების მართვა კოორდინაცია, საჭიროებისამებრ ** ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოკაციების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტების განხორციელება ** მომწოდებლების ფასების მოკვლევა /მუდმივი მონიტორინგი ** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება ** ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით მინ 2 წლიანი გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა დამატებითი მოთხოვნები: ** სხარტი, ენერგიული, პოზიტიური ** მულტიტასკი ** კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ივენთივ-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში." მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ივენთ მენეჯერი
Griff Inn Bazaleti
თბილისი 1500₾ დედლაინი: 4 დღეში

საწყობის თანამშრომელი
ივენთივ
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ივენთივ

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო