კონსულტანტი

აღწერა

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** მაღალი ანაზღაურება; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; ** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი; ** ჯანსაღი სამუშაო გარემო; ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა; ** იდეების წახალისება/მხარდაჭერა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** "ფიტპასის" მომსახურება. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300 -1500 ლარი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება)); დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე; სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი. ფუნქციები და მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; ** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება; ** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება; ** პროდუქციის გაყიდვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილსინდისიერება. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - ბათუმი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. "დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის საწყობის თანამშრომელი
Dressup Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 დღეში

მაღაზიის უმცროსი მენეჯერი
Dressup Group
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
Dressup Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Dressup Group

ანაზღაურება


1,300₾ -1,500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო