გაყიდვების პროექტ-მენეჯერი

აღწერა

"INDEX" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: შპს INDEX დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და გთავაზობთ ევროპის საუკეთესო და წამყვანი ბრენდების პროდუქციას. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა, ავეჯის, განათების, მოსაპირკეთებელი მასალების, დეკორის, ტექსტილის ჩათვლით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაციის კარგი უნარი ** პრეზენტაციისა და კონსულტაციის გაწევის უზადო უნარი; გამართული მეტყველება ** დარწმუნების უნარი ** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად აუცილებელი პიროვნული თვისებები: ** სასიამოვნო, დახვეწილი, კრეატიული გარეგნობის ქალი ან მამაკაცი ** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი ** კომუნიკაბელური და კოლეგიალური ** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე ** გუნდურად მუშაობის უნარი ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი ფუნქცია-მოვალეობები: ** უშუალოდ კლიენტებთან მუშაობა. ** კლიენტის ეფექტური, კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურება, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა. ** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და მათი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა; ** მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; ** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა; სამუშაო პირობები: ** ჩვენ გთავაზობთ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კაპიტალით. ** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში ** მზარდ ანაზღაურებას ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი ** ფიქსირებული ხელფასი 1500 + ბონუსური სისტემა. ** გამოსაცდელი ვადა - 2 კვირა. დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: [email protected] სავალდებულოა: CV უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით. "Subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების პროექტ-მენეჯერის" პოზიცია.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
ჯეუ გრუპი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მოძრავი მერჩენდაიზერი
ქართული აგრო სახლი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Index
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო