Digital კონსულტანტი

აღწერა

ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას თბილისსა და რეგიონებში Digital კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:
თბილისი - ვაკე-საბურთალო, ისანი-სამგორი, გლდანი-დიდუბე.
აჭარა - ბათუმი;
იმერეთი - ქუთაისი, ონი;
შიდა ქართლი-სამცხე ჯავახეთი - ქარელი, ბორჯომი, ასპინძა;
სამეგრელო- ზუგდიდი,ხობი;
კახეთი - თელავი, ყარელი;
ქვემო ქართლი - რუსთავი.

სამუშაო გრაფიკი :
ნახევარი განაკვეთი - 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
სრული განაკვეთი - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება.
  • საბანკო პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლცენტრის ოპერატორი
Digital TV
თბილისი 1600₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების აგენტი
Digital TV
თბილისი 700₾ დედლაინი: 6 დღეში

საწყობის მენეჯერის თანაშემწე
Digital TV
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ლიბერთი ბანკი
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო