აღწერა

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ანაზღაურება - 1300 ლარი (გროსი) ფუნქცია-მოვალეობები: ** მიმაგრებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად, უსაფრთხოდ, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაცია; ** კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა, როგორც სამუშაო ადგილზე და პირიქით, ისე მის გარეთ და ასევე მივლინებების პროცესში, ასევე საჭიროების შემთხვევაში სხვა პირების ტრანსპორტირება, კორესპონდენციის თუ ტვირთის მიტანა დანიშნულების ადგილზე ან სხვა დავალების შესრულება; ** მიმაგრებული ავტომანქანის სამომხმარებლო შესაძლებლობების, ტექნიკური მახასიათებლების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა და ავტომანქანის ექსპლუატაცია ამ ინფორმაციის გათვალისწინებით; ** მიმაგრებული ავტომანქანის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საჭიროებების (საწვავი, ტექმომსახურება თუ სხვა) პერიოდული კვლევა (მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-გეგმისა და შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნებისათვის ინფორმაციის მომზადება), საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი დროულად შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** მიმაგრებული ავტომანქანის სხვადასხვა ქალაქებში პარკირების ნებართვის დროულად მოპოვება და განახლება, ნებართვების ვადების მუდმივი კონტროლი; ** მიმაგრებული ავტომანქანის შესაბამისი აეროპორტების სარეჟიმო ტერიტორიაზე დაშვების საშვების დროულად აღება და განახლება, საშვების ვადების მუდმივი კონტროლი; ** მიმაგრებული ავტომანქანის მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების მოთხოვნა; ** მიმაგრებული ავტომანქანის საწვავ-საპოხი მასალების და სათადარიგო ნაწილების ხარჯვის კონტროლი და დადგენილი წესით პერიოდული ანგარიშგება; ** მიმაგრებული ავტომანქანის პერიოდული ტექნიკური შემოწმებისა და ტექმომსახურების ორგანიზება; ** ტექმომსახურების ორგანიზაციებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების შინაარსის ცოდნა, ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების და დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის ქონა; ** მიმაგრებული ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის საჭირო პირველადი მოხმარების მასალებისა და ხელსაწყოების სრული კომპლექტაციის მუდმივი ქონა ავტომანქანაში; ** საჭიროების შემთხვევაში მიმაგრებული ავტომანქანის ელემენტარული ტექნიკური მომსახურება, საამისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ქონა; ** მიმაგრებულ ავტომანქანაში სრულად დაკომპლექტებული სამგზავრო აფთიაქისა და გამართული ცეცხლმაქრის მუდმივი ქონა, მათი ვარგისობის ვადების მუდმივი კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში მგზავრ (ებ)ისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, საამისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ქონა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო სწავლების გავლის მოთხოვნა; ** ავტოსაგზაო შემთხვევისას ან სხვა ინციდენტის დროს ხელმძღვანელისათვის, სათანადო ორგანოებისა თუ ორგანიზაციებისათვის (მაგ. სადაზღვევო კომპანია) ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, შესაძლებლობის ფარგლებში შემთხვევის ადგილზე სათანადო ღონისძიებების განხორციელება: შემთხვევის ადგილის დაცვა, დაშავებულთა დახმარება, ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვ. ** სამსახურის ადგილის გარეთ მიმაგრებული ავტომანქანის დატოვების საჭიროების შემთხვევაში მისი უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა; ** არაუფლებამოსილი პირებისათვის მიმაგრებული ავტომანქანის გადაცემის დაუშვებლობა; ** მიმაგრებულ ავტომანქანაზე გამოწერილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის სისტემატური გადამოწმება და მისი ბრალეულობის შემთხვევაში მისი დროულად გადახდა, ხოლო მისი ბრალეულობის არარსებობისას კომპანიის ან შესაბამისი პირის მიერ დროული გადახდის ორგანიზება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; ** მსუბუქი ავტომანქანის მართვის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; ** "B, C, D"კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი; ** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი; ** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი; ** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; ** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი; ** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი. კონკურსის ეტაპებია: ** აპლიკაციების გადარჩევა; ** გასაუბრება მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. შემოსული რეზიუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 08 ივლისს. თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეზერვაციის მენეჯერი
Travel Door Georgia
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო