საინფორმაციო ცენტრის აგენტი

აღწერა

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ცენტრის აგენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ანაზღაურება - 1320-1540 ლარი (გროსი) ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, დაინტერესებული პირებისთვის კომპეტენციის ფარგლებში სრული ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო საუბრის დროს; ** განსახორციელებელი და განხორციელებული ფრენების, ასევე სხვადასხვა ინფორმაციის გამოცხადება რეგულაციების და სტანდარტების მიხედვით; ფრენების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შესაბამის სისტემაში განთავსება და მონიტორინგი; ** საეჭვო საგნების აღმოჩენისას საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის დაუყოვნებელი მიწოდება; ** საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება მგზავრების და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ** გაუმართაობის ან კრიზისული სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება შესაბამისი სამსახურებისთვის; ** საინფორმაციო ცენტრის დახლში არსებული ტექნიკის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება; ** უშუალო ხელმძღვანელთან და სახმელეთო ოპერირების სამსახურთან მუდმივი კავშირი როგორც მობილური ტელეფონით, ასევე სტაციონალური და მობილური რადიოსადგურის მეშვეობით; ** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ან/და კომპანიაში დანერგილი წესების თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; ** კომპანიის ხელმძღვანელობის თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობის დროული და ეფექტური შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში. ** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით; ** საინფორმაციო ცენტრის სამუშაო პროცესების, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** აზრის ნათლად გამოხატვის უნარი; ** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი. კონკურსის ეტაპებია: ** აპლიკაციების გადარჩევა; ** გასაუბრება მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. შემოსული რეზიუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 08 ივლისს. თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სქაიტელი
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
იზი გრუპი
თბილისი 700₾ დედლაინი: 2 კვირაში

ადმინისტრატორი
ღია სახლი
თბილისი 750₾ დედლაინი: 2 კვირაში

ოფისის მენეჯერი
StepUp
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ანაზღაურება


1,320₾ -1,540₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო