ფილიალის ადმინისტრატორი

აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე; მისამართი: ვაშლიჯვარი, მაჭავარიანის # 65. "მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს, კვების პროდუქტების წარმოებას, სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელს. ჩვენი გუნდი დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** აპექს პროგრამაში მუშაობა; ** პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება; ** პროდუქციის შეკვეთების უზრუნველყოფა და კონტროლი; ** მაღაზიაში პერსონალის მართვა და კონტროლი; ** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი; ** დარბაზში პროდუქციის განთავსების კონტროლი; ** პროდუქციის ვადებისა და ვარგისინაობის კონტროლი; ** პროდუქციის ფასებისა და მერჩენდაზინიგის კონტროლი; ** მაღაზიის საწყობის კონტროლი; ** სალარო ოპერაციების შემოწმება და მონიტორინგი; ** შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები ** აპექს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** მაღაზიაში ადმინისტრატორის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** სალარო ოპერაციების შერულების ცოდნა; ** სასურველია უმაღლესი განათლება; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** თავაზიანი და ემპათიური; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** მიზანდასახული; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; ** კარგი მათემატიკური-უნარ ჩვევები. მნიშვნელოვანია კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს: ** ერთმანეთის პატივისცემა; ** გუნდურობა და თანადგომა; ** ეთიკური პრინციპების დაცვა; ** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა; სამუშაო გრაფიკი და პირობები: ** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი/ვაშლიჯვარი, მაჭავარიანის #65 ** სამუშაო საათები: კვირაში 48 სთ; ** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე); + ბონუსი. ** ტრანსპორტირება რუსთავიდან თბილისში ანაზღაურებადი (დამატებით 200 ლარი) ** თანამშრომლის კვებას უზრუნველყოფს კომპანია; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი". ან შეავსეთ განაცხადი: განაცხადის ფორმა დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ადმინისტრატორი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

ადმინისტრატორი
ესთეტიკის ცენტრი კალისია
თბილისი 525₾ დედლაინი: 5 საათში

ადმინისტრატორი
საკემატა ფიტნესი
თბილისი 700₾-1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მადაგონი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო