კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"Caucas Transport Solutions - CTS" გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და ექსპედიტორ კომპანიებს.
"Caucas Transport Solutions - CTS " ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო ,საჰაერო გადაზიდვებს და ლოგისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.

"Caucas Transport Solutions - CTS " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
  • კლიენტების მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე ფასების შეთავაზება;
  • ლოგისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება (სატრანსპორტო კომპანიაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი;
  • თვითპრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფიქსირებული მაღალი ანაზღაურება + ბონუსი. (როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე);
  • დინამიურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ნომერს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 145 ; HOB ბიზნეს ცენტრი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.cts.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Caucas Transport Solutions
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო