კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, Fly Arna აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა; ** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა; ** ინვოისის მომზადება; ** შესაბამისი კონსულტაციის გაწევა. სავალდებულო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე; ** აუცილებელია ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ამადეუსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული მახასიათებლები: ** გუნდში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა, შრომისუნარიანობა, სისხარტე; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი. ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი 15% მოზიდული საკომისიოდან სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: დინამიკური (ორშაბათი - პარასკევი) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გასა
დედლაინი
8 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო