სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსი

აღწერა

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ფინანსური ბიურო აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. "ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ზუგდიდში. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი მოვალეობები: ** სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების ჯგუფის ფორმირება, კადრების მოძიება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა; ** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook). კომპეტენციები და უნარები: ** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსი-ზუგდიდი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
ფინბიურო
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კრედიტ ექსპერტი
თბილისი 300₾-800₾ დედლაინი: 3 კვირაში

ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
ლენდაფი
თბილისი 800₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ექსპერტ-შემფასებელი
ინტელექსპრესი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ფინბიურო

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო