ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აღწერა

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
  • სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
  • არა სიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის გაზიარება და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
  • ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
  • შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
  • გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შეფერხებების მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
  • კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);

სამუშაო პირობები:
  • მოქნილი სამუშაო გარემო: (თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ იმუშაოს ოფისიდან, (ქ. თბილისი) ნაწილობრივ მისთვის სასურველი ადგილიდან);
  • მცოცავი სამუშაო ცვლა: სამუშაო ცვლა მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლას;
  • ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
  • სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
თბილისი 900₾ დედლაინი: 8 საათში

ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნატურალ შოფი
საქართველოს მაშტაბით 600₾ დედლაინი: 8 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ბიომარკეტი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
WallyPay
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ORGANIC SPA AND ESTHETICS
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო