ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აღწერა

"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ ახალი კარიერის დაწყების გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში „ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე.

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).


პერსპექტივა და სხვა დეტალები:
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, შრომის კოდექსის მიხედვით
  • ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს ტელეფონით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით
  • სამსახური მოითხოვს თანამშრომლის სამუშაო საათებში კომპანიის ოფისში ყოფნას, თუმცა სამსახურის შესრულება გამონაკლისად შესაძლებელია ე.წ. სახლიდან მოშაობის რეჟიმშიც.

პერსპექტივა:
თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, CRM-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს, შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის: სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია.

შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი როლი და პასუხისმგებლობა:
  • ქოლ-ცენტრის მუშაობის წარმართვა და კონტროლი
  • ტელეფონი (მათ შორის ტელ. ხმოვანი მესიჯი)
  • ი-მეილი
  • მესიჯები
  • სატელოფონო და ხმოვანი მესიჯების ზარის პროცესის წარმართვა და კონტროლი (სახელძღვანელოს შესაბამისად)
  • ახალი დამკვეთისგან/მომხმარებლისგან შემოსული ზარის (ი-მეილის, მესიჯის) მიღება, დამუშავება და გადამისამართება შესაბამის სამსახურთან საჭიროებისამებრ
  • არსებული დამკვეთის/მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის მიღება-დამუშავება, დამატებითი გამოძახების დამუშავება, გადამისამართება
  • სატელეფონო სისტემის/სხვადასხვა სახის რეპორტების/ანალიტიკის წარმოება და შედეგების კონტროლი
  • სატელეფონო (ქოლ-ცენტრის პროგრამა) პროვაიდერთან ურთიერთობა
  • არა სამუშაო დროს მიღებული ხმოვანი მესიჯების დამუშავება, გადამისამართება და გაკონტროლება.
  • გამოტოვებული ზარებისა და მოთხოვნების მოძიება, მოკითხვა და კონტროლი
  • ქოლ-ცენტრის მეშვეობით საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ქოლ-ცენტრის მეშვეობით კომპანიის შიგნით კომუნიკაციის კამპანიების წარმოება
  • კომუნიკაციისა და სიტყვა-პასუხის წარმოება კომპანიაში მიღებული ეთიკით, სტანდარტით და ჩარჩო სცენარის ტექსტით (მიღებული ტერმინებით)
  • დამკვეთზე/მომხმარებელზე მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის სხვადასხვა სამუშაო პროცესებში ჩართვა და მონაწილეობა
  • ახლო შეხებაში მყოფი სხვა სამსახურების მხარდაჭერა და ჩანაცვლება საჭიროების შემთხვევაში
  • კომპანიის GM-თან ანგარიშვალდებულება

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები სტუდენტობისას ან ისე)
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის უნარი (ი-მეილით)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი არ არის);

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ cv ან რეზიუმე მითითებულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
თბილისი 900₾ დედლაინი: 8 საათში

ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნატურალ შოფი
საქართველოს მაშტაბით 600₾ დედლაინი: 8 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ბიომარკეტი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
WallyPay
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ORGANIC SPA AND ESTHETICS
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ორკინ საქართველო
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო