პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსი

აღწერა

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსს - დროებითი. "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00 - 18:00 შესვენება 1სთ.) ლოკაცია: პიმენ ყურაშვილის 6 ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია: ** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; ** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება; ** ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა/გამართვა; ** ტერმინალების შემოწმება/დახარისხება; ** შიდა პროგრამებში მუშაობა და მომხმარებლის მხარდაჭერა/კომუნიკაცია; ** ბარათების ჩართვა/გამორთვა; ** არასწორად შემოსული დავალებებზე სწორი ინფორმაციის მოძიება და გადაგზავნა შესაბამის დეპარტამენტთან; მოთხოვნები: ** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** განათლება ტექნიკური მიმართულებით; ** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში; ** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს; ** ანაზღაურება: 1000 + ზეგანაკვეთური. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსი - დროებითი. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი
IT Service Georgia
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

ავტონაწილების პრისეილერი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ბს/2 ჯორჯია
დედლაინი
14 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო