ქოლცენტრის ოპერატორი - ღამის ცვლა

აღწერა

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლცენტრის (ღამის) ოპერატორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება; ** სამედიცინო განათლება ჩაითვლება პრიორიტეტად; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა; ** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად; ** დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში; ** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება. პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი; ** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; ** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა. ანაზღაურება: 1080 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ქოლ ცენტრის ღამის ოპერატორი. წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალ-ცალკე) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლცენტრის ოპერატორი
ფეიბოქსი
თბილისი 750₾ დედლაინი: 12 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
ევროინს ჯორჯია
თბილისი 1080₾ დედლაინი: 1 დღეში

ქოლცენტრის ოპერატორი
ჯსთ რითეილი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


ევროინს ჯორჯია

ანაზღაურება


1,080₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო