ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

შპს" ჯსთ რითეილი" (ტოტალ 100-ს ავტოგასამართი სადგურებისა და მასზე არსებული მინი მარკეტების ქსელი) აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის N 34, პიქსელის შენობა სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-საათიდან - 19:00-საათამდე (2 დღე დასვენება) ძირითადი მოვალეობები: ** სოციალურ ქსელებზე შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების პასუხი; ** შემოსული ზარების პასუხი, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Exel); პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯსთ რითეილის" მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება შპს "ჯსთ რითეილის" აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება. ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 დღეში

ქოლცენტრის ოპერატორი
კონსილიუმ მედულა
თბილისი 900₾ დედლაინი: 4 დღეში

ქოლცენტრის ოპერატორი
Global Auto Import
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯსთ რითეილი
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო