გარე გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - გარე გაყიდვების მენეჯერს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, ბათუმი)! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი - 2000 ლარი) ** შიდა სასწავლო სისტემა ** სატელეფონო ლიმიტი ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები); ** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა; ** პროექტების სრულყოფილად შესწავლა; ** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება; ** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება; ** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი; ** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა); ** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; მოთხოვნები: ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი ** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია) სამუშაო განრიგი: ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/manager_aupk_eers_gcqj_tuez_clvo/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო