გარე გაყიდვების მენეჯერი, სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრებს - გარე გაყიდვების და სატელეფონო გაყიდვების მენეჯერებს! Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. ვაკანსია: გარე გაყიდვების მენეჯერი რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი- 2000 ლარი) ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე) ** შიდა სასწავლო სისტემა ** სატელეფონო ლიმიტი ** ჯანმრთელობის დაზღვა სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები); ** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა; ** პროექტების სრულყოფილად შესწავლა; ** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება; ** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება; ** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი; ** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; ** გაყიდვების პოლიტიკა და სხვა); ** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; მოთხოვნები: ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი ** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა ** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია) სამუშაო განრიგი: ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: hr.bluewaters.ge/manager_aupk/ ვაკანსია: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება - 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი) ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა ** შიდა სასწავლო სისტემა ** სატელეფონო ლიმიტი ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაოს აღწერა: ** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები") ** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება ** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა ** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება ** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში ** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; ** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან; მოთხოვნები: ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი სამუშაო განრიგი: ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გარე გაყიდვების მენეჯერი
Blue Waters
თბილისი 3500₾ დედლაინი: 2 კვირაში

გარე გაყიდვების მენეჯერი
უნიბოქსი
თბილისი 500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო