საქართველოს ბანკის დაყაჩაღება | GDN


3

#ბანკის #საქართველოს #ნასამართლევი #იარაღის #წელს #დაბადებული #თანხა #წარსულში #უკანონო #ფულადი

- \"საქართველოს ბანკის\" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - კადრები ბანკის სათვალთვალო კამერიდან -\n\n10 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნუცუბიძის ქუჩის #78 მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული 3 პიროვნება დააკავეს.\nდაკავებულებმა საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 8 იანვარს, 15:15 სთ-ზე განახორციელეს და იარაღის მუქარით ბანკიდან 8 ათას ლარამდე ფულადი თანხა გაიტანეს. ყაჩაღობის ბრალდებით 2-ჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ყ. წარსულში ყაჩაღობაზე 2-ჯერ ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. და წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ლევან ხ, ქ. რუსთავში, მეგობრის ბინაში დააკავეს. დაკავების ადგილიდან სამართალდამცველებმა \"მაკაროვის\" სისტემის პისტოლეტი და მცირედი ფულადი თანხა ამოიღეს. \n\nგამოძიება სსსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.\n\nLIKE - www.facebook.com/GeorgianDailyNews\nSUBSCRIBE - www.youtube.com/TheGDNews