ახალი 3 | გაფიცვა რუსთავი-2-ში | 13.12.12


1

#რუსთავი #ჟურნალისტები #წამყვანს #აპროტესტებენ #ტელეკომპანიის #დილიდანარცერთ #დაანონსებულ #პრესკონფერენციაზეარ #გამოჩენილან #დღის

ტელეკომპანია „რუსთავი 2\" დუმილს არ არღვევს - რამდენიმესაათიან გაფიცვასთან დაკავშირებით არც არხის ხელმძღვანელობა საუბრობს და არც ის ჟურნალისტები აკეთებენ კომენტარს, რომლებიც კოლეგებისგან განსხვავებით გადაღებებზე დადიან. ინფორმაცია „რუსთავი 2-ის\" თანამშრომლების გაფიცვის შესახებ დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. ტელეკომპანიის ჟურნალისტები დილიდან არცერთ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილან. დღის გამოშვებები კი 9 საათიანი კურიერის წამყვანს მიყავდა. სხვა ჟურნალისტებთან ერთად „რუსთავი 2-ის\" ოფისთან თამთა ჯანაძეც არის, მისგან შევიტყობთ ბოლო ინფორმაციას.