ხიბულას ჯიხა

11/04/2021
Khobi Municipality-ის მიერ

ხიბულას ,,ჯიხა’’ ციხე
ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე სოფელ ძველ ხიბულაში, სოფლის ცენტრთან ახლოს, ლამაზ გორაკზე, მდინარე ჭანის წყლის მარჯვენა ნაპირზე დგას. იგი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, შედგება გალავნის, კოშკის, სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისაგან. ციხის შიდა ეზოს ფართობი არანაკლებ 2000 კვ. მეტრია. ციხის კოშკიდან კარგად მოჩანს კავკასიონის ქედი, ბიასა და ურთას მთის მასივები, მდინარე ჭანისწყლის ხეობა.
ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გალავნისაგან დამოუკიდებლად დგას დიდი ზომის შირიმის ქვის კვადრებით აშენებული კოშკი, რომლის სიმაღლე 7 მეტრამდეა, ზევით იგი ოდნავ ვიწროვდება. კოშკზე ორმეტრამდე სიმაღლის რიყის ქვის კედლებია დაშენებული, იგი გვიანდელი დანამატია. ზოგიერთი მეცნიერი კოშკს IV-VI საუკუნეებით ათარიღებს. 1616-1639 წლებში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსის მალაქია გურიელის მიხედვით გარეშე მტრების შემოსევების დროს ამ ციხეში ინახავდნენ ახლომდებარე ეკლესიების საგანძურს.
#ძველიხიბულა
#ხობი
#საქართველო

ვიდეოები „Khobi Municipality"-ისგან