6

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს საბაჟოს რენტგენოინსპექტირების სისტემების აპარატურა უსასყიდლოდ გადმოსცა. გადაცემის ცერემონია საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ გაიმართა. სტუმრები საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბარგის სკანირების პროცესსა და საბაჟო პროცედურებს გაეცნენ. პროექტი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვრებზე, ჯამში უკვე 7 რენტგენოინსპექტირების აპარატია დამონტაჟებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: