ტრაბზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

05/07/2019
Maestro Television-ის მიერ

ტრაბზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 130 ცალი ყალბი 500ს ევროიანი აღმოუჩინეს. როგორც თურქული მედია წერს, მამაკაცი საიუველირო მაღაზიაში დააკავეს.
მაღაზიის მეპატრონე ყვება, რომ მამაკაცს ოქროს სამკაულის ყიდვა უნდოდა და გამყიდველს 500 ევროიანი მიაწოდა. მაღაზიის მეპატრონემ ფული გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ის ყალბი იყო. გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 130 ცალი ყალბი 500 ევროიანი ბანკნოტი, რომელთაც რუსული წარწერა აქვს.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან