მართლმადიდებლობა, როგორც უნაყოფო რელიგიის ერთ-ერთი ფორმა. მღვდლობის ინსტიტუტი გაუქმებულია ქრისტეში.

21.09.2023 01:51:15

თეოფილე მალაქიას სკაიპ-ლექციებიდან. (21/სექტემბერი, 2023 წელი) 0:03 - რა გონივრული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საფრანგეთში გაქცეულ გოგი წულაიას შეცდომის გამოსასწორებლად. 21:17 - რას გულისხმობს იესო ქრისტე (ლუკას სახარების 5:12-14) როდესაც განკურნებულ კეთროვანს ეუბნება: "არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედის გამო, როგორც მოსემ დაადგინა მოწმობად მათთვის”. **** ლუკას სახარება 5:12-14 **** ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. იესოს დანახვისთანავე მიწაზე დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: "უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: "მნებავს, განიწმიდე!” და მყისვე მოშორდა კეთრი. უბრძანა: "არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედის გამო, როგორც მოსემ დაადგინა მოწმობად მათთვის”.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო