ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება სახელისუფლებო წრეებში. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ყველა მეგობარმა ის ამაში უკვე დაარწმუნეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და ჩამოთვალა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს კუნძულ ზმეინის დაბრუნებისთვის. გარდა ამისა, კიევში ამერიკელ სენატორებს ლინდსი გრემს და რიჩარდ ბლუმენტალს უკრაინის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა ფრონტის წინა ხაზზე არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რისთვის ემზადებიან ოკუპანტები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები