9
ოპოზიციასთან ერთად მოქმედი პრეზიდენტის აქტიური პოზიციონირების ფონზე აქტუალური ხდება პარალელების გავლება ექვსი წლის წინანდელ არჩევნებთან. ხელისუფლების ოპონენტთა გზავნილები მაშინაც ანალოგიური იყო. არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის - ამ კონტექსტში ცხადდებოდა 2018 წელს გასაკეთებელი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ოპოზიციის მიერ დღეს ევროპული დონის ლიდერად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილი მაშინ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელსაც იგივე პოლიტიკური ლიდერები ექვსი წლის წინ სწორედ რუსეთის მოკავშირედ და პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად აცხადებდნენ. თუმცა პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წელში „ქართულ ოცნებასთან“ მწვავედ დაპირისპირებამ და კრიტიკამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ექვსი წლის წინანდელი მწვავე განცხადებების ავტორი პოლიტიკოსების მიდგომები რადიკალურად შეცვალა. სწორედ ამ კონტექსტში 2018 და 2024 წლების არჩევნების შედარებისას სალომე ქოქიაშვილმა ბევრი საინტერესო მიგნება აღმოაჩინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
სურვილის ასრულება ასკეტური პრაქტიკის გამოყენებით
გრიმუარი-Grimoire
დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე 591 965 983
დავით ნოზაძე
აქ შეიძლება იყოს რამდენიმე სამოხელეო დანაშაული - ნაზი ჯანეზა...
ტვ პირველი • TV Pirveli
"ლექSOSთვის დაისაჯონ დამნაშავეები"- მდუმარე აქცია ბათუმში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასტიკი მკვლელობა ბათუმში
Formula News
სხვაგან - Elsewhere
Giorgi Murvanidze
რა საშიშროებას წარმოადგენს ტეტანუსის ბაქტერია
ექიმები l The Doctors Georgia
გეოგრაფია VIII კლასი - ტრანსპორტის სახეები და ტურიზმი #ტელეს...
პირველი არხი #ტელესკოლა