ბექა წიქარიშვილი
ფბ გვერდი: / beqaprotest ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან! კი არ გთხოვთ, კატეგორიულად მოვითხოვთ იმ თავისუფლებას, რაც უთქვენოდაც გვეკუთვნის!!! სახელმწიფო და საზოგადოება ფიზიკურად ძალადობს ნარკოტიკების მომხმარებლებზე. მაგალითად, მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანას მოხმარება და შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულს, მკვლელობას და გაუპატიურებას უტოლდება. მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომლებსაც მკურნალობა და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ, სახელმწიფო სასტიკად სჯის, საზოგადოებაც თავისი ზნეობით და სიწმინდით (მისი გარკვეული ნაწილი - სრული ინდიფერენტულობით) ეთანხმება ამ სისასტიკეს და საკუთარი სივრციდან ადამიანების სამუდამო იზოლაციას, თუნდაც მათი ფიზიკური განადგურების ხარჯზე. რეალური პრობლემა არის ადამიანების დასჯა, ჩაგვრა, დევნა და არა - ნივთიერებების მოხმარება! რა შემთხვევაში აქვს საზოგადოებას ადამიანის გასამართლების მოთხოვნის უფლება (კანონიერი, მორალური, სულიერი, ნებისმერი.....)? ითვალისწინებს, თუ არა საზოგადოება სახელმწიფოს გაუმართავ სასჯელაღსრულების სისტემას, როცა ადამიანის გასამართლებას ითხოვს? რა უფრო უქმნის საფრთხეს საზოგადოებას, ის ადამიანი, ვინც ვითომ მორალური (სინამდვილეში გაუნათლებელი და არაინფორმირებული) საზოგადოების წესრიგს არ იცავს, თუ ამ ადამიანის სასტიკად დასჯის ფაქტი? ბექა წიქარიშვილს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ის ერთერთია იმ უდანაშაულო ადამიანებს შორის, რომელსაც სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს არაადამიანური მოპყრობის გამო! ვისაც გგონიათ, რომ ეს პრობლემა არ შეგხებიათ, ძალიან ცდებით. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და თქვენ მოგიწევთ ჩვენი გათვალისწინება!
მსგავსი ვიდეოები
ბექა წიქარიშვილი პრაიმშოუში
TV IMEDI
ბექა წიქარიშვილი: "მნიშვნელოვანია, ცივი გონებით ვიმოქმედოთ"
რადიო თავისუფლება
ბექა წიქარიშვილი - მოვითხოვთ, პრემიერმინისტრმა დუმილი დაარღვ...
PalitraNews
ბექა წიქარიშვილი რეაქციაში
TV Pirveli
ბექა წიქარიშვილი რეაქციაში
TV Pirveli
ბექა წიქარიშვილი კვირიკაშვილისა და გახარიას თანამდებობიდან გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბექა წიქარიშვილი სახელმწიფო ნარკოპოლიტიკაზე და სპეცოპერაციაზ...
რადიო თავისუფლება
ბექა წიქარიშვილი- მართალი სიტყვა ამ ბიჭებს 20 წლიანი პატიმრო...
TV Pirveli