№14 09.08.2022. აკაკი ჯორჯაძე - კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენაა, ჟამია, მეორედ მოსვლაა!

08/14/2022

0:00:02 ბატონო აკაკი თქვენ აფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ასე წარიმართებოდა მოვლენები სიტყვის წინააღმდეგობით. მსოფლიო ერთვება ამ დიდ ომში, რომელსაც შეიძლება დედამიწის დაღუპვა მოყვეს. კიდევ რა შანსი დარჩა, რას უნდა ველოდოთ და რა გვაქვს ამ ეტაპზე გასაკეთებელი?
0:02:39 მრავალსახოვან პრობლემათა შორის რა თემასაც მე ვეხები, ეს გათანაბრებულია სხვა პრობლემებთან. ეს დიდი პრობლემაა, მასთან შედარება არაფრის არ შეიძლება.
0:04:00 მოვლენაა დიდი! სამყაროსეული მოვლენაა! კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენაა! ჟამია, მეორედ მოსვლაა, რომელიც გვამცნობს ადამიანური არსებობის ყოფნა-არყოფნის საკითხს.
0:07:03 გინდა კი რომ გადარჩე? ვინც ამ თემას ტაბუს ადებს, იმას უნდა რომ გადარჩე? საკითხი ამაშია.
0:10:31 ჟამია განკითხვის. დიდიხანია ეს მზადდებოდა და მზადდება იმ დღიდან, როცა ჩვენ დავიბადეთ. გარდაცვალება ათვლას იწყებს ჩვენს დაბადებისას.
0:11:52 განსაზღვრულობაა და ეს განსაზღვრულობა არა მარტო ერთ ადამიანს ეხება, დედამიწისეულ ადამიანს, დედამიწას ეხება, სამყაროს ეხება, თუ დაიბადა უნდა გარდაიცვალოს! ძველი უნდა გარდაიცვალოს რომ ახალი დაიბადოს!
0:19:00 რა არის შემოქმედება?
0:25:00 ,,მღვდელი ჭილოფში იცნობაო'' რაზეა ნათქვამი? საით გადავიდა ადამიანის ყურადღება?
0:30:01 მსგავსება პირველსა და მეორედ მოსვლას შორის.
0:34:00 გადარჩენისთვის სამოქმედო დრო დასასრულს უახლოვდება.
0:38:31 მსმენელო, ქართველო, მე რომ მათანაბრებ სხვებთან მე რასაც ვლაპარაკობ, ახლა შენი გადაწყვეტილებით შენს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ამყოფებ. ამ წელს გადაცდები თუ არა გადარჩენა არა გაქვს! ესეიგი ახლაა მისაღები ზომები.
0:42:25 კონსერვაცია არ გულისხმობს ახლის დაბადებას, ძველის კონსერვაცია ხდება. რომელი ძველის?
0:44:55 ეს ღვთაებრივი მოვლენაა, რელიგიური არ არის. მამის ნებაა ის სიტყვა, რომელიც აქაა მოსული.
0:48:10 არჩევნებით ეს საკითხი არ წყდება. ყრილობის დადგენილება დადებულია, გადაწყვეტილება მიღებულია. არჩევანი გაკეთებული აქვს ქართველ ერს.
0:48:55 ვინ მართავს მსოფლიოს? ფულს რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მართვაში? ოლიგარქები რაში არიან გამოყენებულები?..
0:51:04 კონსერვატორები მოვლენ და მსოფლიო გადარჩება? ვერ გადარჩება, ვერ შეთანხმდებიან.
0:51:50 დასავლეთმა უკვე მესამედ, დაჯდა და გადაწყვიტა რომ ეს ცივილიზაცია უნდა მოისპოს!
0:52:00 იმის იმედი გვაქვს რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს?
0:56:09 მიმართვა საქართველოს მეცნიერებს.
1:00:31 როგორ იქნება რუსეთ-უკრაინის საკითხი? ეს ომი უღმერთოდ ხდება?
1:02:01 რატომ მივმართე რუსეთს? რა წყდება დასავლეთში და რა წყდება რუსეთში?
1:06;00 მსოფლიოს დაანგრევს რუსეთი თუ თავს არ დაანებებენ. არადა არ დაანებებენ. რუსეთმა კიდევ ეგ იფიქროს: მაშინ როგორ? მეორედ მოსვლაა!
1:07:11 როგორი უნდა იყოს ახალი მსოფლიო წესრიგი -- ახალი უნდა დაიბადოს! ახალი აქაა, ძირითადი, ყველაფერია მზად სანამ ცოცხალი ვარ!
1:08:01 ცალკე მოძრაობები ყველა ეროვნულ ფრონტში უნდა მოვიდეს და ერთად შევცვალოთ ეს სისტემა თუ გვინდა გადარჩენა! არ გინდათ? არც არავინ გვეხვეწება. თქვენს გადარჩენაზეა ლაპარაკი და არა ჩემს გადარჩენაზე!

განვაგრძობთ საუბარს მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2022 წლის, 9 აგვისტოს, რომლის პრემიერასაც გთავაზობთ 14 აგვისტოს, 21:00 სთ-ზე.

კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენაა, ჟამია, მეორედ მოსვლაა!

ვიდეო-ინტერვიუ მეთოთხმეტე

საუბარს უძღვება „ეროვნული თანხმობის კომიტეტის“ თავმჯდომარე: მანანა საღლიანი

(გაგრძელება იქნება)