შეფასებები პრეზიდენტის განცხადებაზე

2 თვის წინ

მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაახლოებს. უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ერეოდეს და იმედოვნებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს არ გამოიყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის და ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან