უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
▪„დღევანდელი მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი მაქსიმალურად შესაბამისობაშია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან - ეს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა“ ▪„ჩვენი ყველა კონკურსი ღიად და გახსნილად მიმდინარეობდა - არ დავეთანხმები, რომ არამოსამართლე წევრების ხმა გათვალისწინებული არ იყო“ ▪„არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფი დატოვეს და სხდომებს ოპოზიციური პარტიების ბევრი წარმომადგენლები არ ესწრებოდა“ ▪„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პოზიციების დაახლოება გაგვიჭირდება - შემოთავაზებების დიდი ნაწილი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“ ▪„სასამართლო სისტემაზე შემოტევის ძალიან ბევრი ტალღა გვახსოვს - პერიოდულად, აქტიურდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას“ ▪„გიდასტურებთ, რომ ბატონ ბესო ალავიძეს ჰქონდა სურვილი, რომ საქმიანობა უზენაეს სასამართლოში გაეგრძელებინა; ის დადებითად აფასებდა რეფორმებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, უარყოფდა „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით ზეწოლას, მაგრამ მას შემდეგ, რაც უარი ეთქვა ხელახლა განწესებაზე, განაწყენებული ყოფილი მოსამართლის პოზიციიდან, ძალიან აქტიურად ცდილობს ვერსიის განვითარებას, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა“ ▪გიორგი მიქაუტაძე სოსო გოგაშვილზე: პირადი მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და გარკვეული სახის მუქარებს ავრცელებს ▪„დღევანდელი მდგომარეობით, მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის, კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს“ ▪„ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ სასამართლო სისტემა სწორად ვითარდება და საკუთარ დამოუკიდებლობაზე ზრუნავს“ ▪უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირ...
საქართველოს პროკურატურა
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების...
საქართველოს პროკურატურა
ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეები ვეტინგის წინააღმდეგ
Formula News
ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა კონფერენცია ლიკანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს დოკუმენტების სავ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster