რძიანი კორჟიკები ჩვენი ბავშვობიდან,МОЛОЧНЫЙ КОРЖИК С НАШЕГО ДЕТСТВА,korjikebi,კორჟიკების რეცეპტი

05/12/2021
CHEF GIGA BACKES-ის მიერ

რძიანი კორჟიკები ჩვენი ბავშვობიდან,korjikebi,კორჟიკების რეცეპტი

გამარჯობათ მე ვარ გიგა,უკვე 5 წელია რაც ვცხოვრობ გერმანიაში,კერძოდ ბერლინში.მე ვარ თვითნასწავლი მზარეული.
ჩემი დღევანდელი ვიდეოს თემა შეეხება ჩვენს და თქვენს ბავშვობას და იქედან შემორჩენილ გემოებს.დღეს მოვამზადე უგემრიელესი და ყველა სკოლის მოსწავლისთვის და არა მარტო სკოლის მოსწავლისთვის არამედ ყველა ადამიანისთვის საყვარელი,უგემრიელესი და უფაფუკესი კორჟიკები.

ინგრედიენტები:

1.800 გრ ფქვილი
2.160 მლ რძე
3.400 გრ შაქარი
4.200 გრ კარაქი
5.1 კვერცხი
6.15-20 გ გამაფხვიერებელი
7.2 კვერცხი ზემოდან მოსასმელად
-----------------
რაოდენობა 25-30 ცალი კორჟიკი
----------------
გააჩნია,დამოკიდებული არის თქვენზე თუ რა ზომის კორჟკი გნებავთ.
---------------
სიძნელე:ადვილი
--------------
1.ეტაპი
შაქარი აადუღეთ რძესთან და ვანილთან ერთად,საშუალო ცეცხლზე.როდესაც რძის მასა ამოიწევს ანუ გასამმაგდება ამის შემდეგ ვაცდით კიდევ 10 წამით და მოვხსნით ცეცხლიდან.სიროფს არ ვაგრილებთ და არც ვაცივებთ,რაც შეიძლება სწრაფად დავუმატოთ კარაქი 200 გ.კარგად მოვურიოთ ერთგვაროვნებამდე.
2.ეტაპი
800 გ ფქვილს შევურევ გამაფხვიერებელს 20 გ და კარგად მოვურევ იქამდე სანამ მასა არ გახდება ფხვიერი,შემდეგ ვუმატებ სველ ინგრედიენტებს და 1 ცალ კვერცხს,დაიმახსოვრედ მასა აუცილებლად უნდა იყოს ცხელი არ უნდა გაგიცივდეთ.
3. ეტაპი
ვიწყებთ ცომის მოზელას თავიდან ხის ან სილიკონის ჯოხით ,როდესაც გასქელდება გადავდივართ ხელით მოზელაზე.კარგად ამოვზილოთ და გადავიტანოდ დასამუშავებლად მაგიდაზე.
4.ეტაპი
ვაბრტყელებთ ცომს.ცომი უნდა იყოს ცხელი.ცომის სისქე უნდა იყოს 1სმ-1,5მდე.ამოვჭრათ მრგვალად.ზომები თქვენზეა დამოკიდებული.ამოჭრილ ფორმებს ლამაზად მოვაჭრათ გვერდები, როგორც ვიდეოშია მოცემული.თუ კი გაქვთ ფორმები, მით უფრო კარგი.გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე, მოვუსვათ კვერცხის გული, გავუკეთოთ ჩანგლით დეკორირება და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, რომელიც მე გავახურე 190-200 c°.ვაცხობთ 10-11წუთი.
ИНГРЕДИЕНТЫ
800 г муки

1.160 г молока

2.400 г сахара

3.200 г сливочного масла

4.1 яйцо

5.15-20 г разрыхлителя

6.2 яйцо для смазывания
Сахар с молоком и ванилью доводим до кипения.
Сливочное масло распускаем в сиропе.
Соединяем с мукой , разрыхлителем и яйцом.
Замешиваем тесто.
Раскатываем тесто тесто от 0,5-1 см
Вырубаем рифленой формочкой.
Смазываем яйцом и выпекаем 10 минут при 190-200°С
#CHEFGIGABACKES
#რძიანიკორჟიკებიჩვენიბავშვობიდან
#МОЛОЧНЫЙКОРЖИКСНАШЕГОДЕТСТВА
#korjikebi
#კორჟიკებისრეცეპტი