ერთობლივი სწავლება

ერთობლივი გაცვლითი წვრთნების ფარგლებში, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს სნაიპერის კურსს უტარებს. 6-კვირიანი მომზადების პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ავიაციის ჩართულობით ცეცხლის წარმოება, სამთო სროლები, ტაქტიკური მომზადება, კულმინაციური სწავლება და საცეცხლე მომზადება. სწავლების მიზანი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებაა. საქართველოში მიმდინარე სწავლების პარალელურად, რუმინეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საპარაშუტო მომზადების კურსს უტარებენ, რომელიც თავისუფალი ვარდნის სწავლებას მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები 3 000-3 500 მეტრიდან ხტომებს ახორციელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები