სტატისტიკის ეროვნული სამსახური ანგარიში

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა განაცხადა. გოგიტა თოდრაძის თქმით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 %-ია. საქსტატში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები