საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წინსვლისა და განვითარების კიდევ ერთი საწინდარია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მის მიმართ გამოხატა. ქართულმა უნივერსიტეტმა იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და წელს უკვე მიიღებს პირველკურსელებს. ქართული უნივერსიტეტისათვის სასიხარულოა, რომ სწორედ ამ დროს გამოუწოდა დახმარებისა და თანამშრომლობის ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა.
26 თებერვალს, უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სამინისტროდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი და სამინისტროს თანამშრომლები, ქართული უნივერსიტეტიდან - რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
იხილეთ ვრცლად ჩვენს ვებ-გვერდზე http://sangu.edu.ge/index.php?page=36...