2017 წლის 9 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ერმილე მაღრაძის ლექცია: „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა\".