გიორგი მაისურაძე - ოქტომბრის რევოლუცია და სერგეი ეიზენშტეინის ფილმი "ოქტომბერი"


სერგეი ეიზენშტეინის ფილმი „ოქტომბერი: 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ ოქტომბრის რევოლუციის მეათე წლისთავისთვის დაიგეგმა, მაგრამ პრემიერა მხოლოდ 1928 წლის მარტში შედგა. სტალინის განკარგულებით ფილმიდან ამოიღეს ყველა ის ადგილი, სადაც ოქტომბრის გადატრიალების უშუალო ორგანიზატორი - ლევ ტროცკი იყო ნაჩვენები. ამგვარად, ეიზენშტეინის „ოქტომბერი“ ავტორის ნების საწინააღმდეგოდ, ისტორიის გაყალბების პირველ ნიმუშად იქცა.

გიორგი მაისურაძე, კულტურის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საუბარს ოქტომბრის რევოლუციასა და მის მსოფლიო ისტორიულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე ეიზენშტეინის ფილმის ბედსა და მის მხატვრულ ღირებულებაზე.

#შექმენიმწვანეწესრიგი

ვიდეოები „ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens"-ისგან