ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში საახალწლო კონცერტი გამართეს

01/02/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 02.01.2019)
ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.

საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა . II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მე-4 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.

ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნე და საზეიმო ტორტი გაჭრეს.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან