დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებმა გორში აქცია გამართეს

01/25/2021
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge

დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებმა გორში აქცია გამართეს, ისინი ბაზრობის დროულ რეაბილიტაციასა და საქმიანობის გაგრძელებას ითხოვდნენ, მათი თქმით იმისთვის, რომ ბაზარი ხელახლა გადაიხუროს და მუშაობა დაიწყოს ნებართვა სამართალდამცავებისგან სჭირდება, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ.

მოვაჭრეებსა და ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სამართალდამცავები შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ ბაზრის დირექტორმა განმარტა რომ შენობის რეაბილიტაცია მას შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი როცა სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი ექნებათ.

გორში ე.წ. წმინდაწყლის ბაზრობაზე ხანძარი 2020 წლის 30 დეკემბერს გაჩნდა, როგოც ბაზრობის ადმინისტრაცია ამბობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან