#დებატები2018 კახა კუკავა და ზურაბ ჯაფარიძე #LIVE
8 ოქტომბერი, 2018 მონაწილეობენ: კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ კახა კუკავამ დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი გამოიწვია. კუკავა კონკურენტებს სთავაზობდა, ესარგებლათ პირველი არხის შეთავაზებით და მოეწყოთ დებატები ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე. დასახელებული კანდიდატებიდან დღევანდელ დებატებში მონაწილეობას მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა, შესაბამისად დებატები მათ შორის შედგება. შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს. პირველი ასეთი დებატები უკვე გაიმართა 4 ოქტომბერს. კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტატების საყურადღებოდ – დებატების გამართვა შესაძლებელია სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
#დებატები2018 კახა კუკავა, კახაბერ ჭიჭინაძე და ბესარიონ თედი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2018 #დებატები2018 კახა კუკავა, აკაკი ასათიანი, ლე...
#არჩევნები2018 #დებატები2018 დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა დ...
ზაზა ხატიაშვილის მიმართვა ამომრჩეველს #დებატები2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ლელო კახა ჟღენტის მიმართვა ამომრჩეველს #დებატები2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ლელო კახა ჟღენტის მიმართვა ამომრჩეველს პოლიტიკურ დებატებამდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა კალაძის მიმართვა ამომრჩეველს #დებატები2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster