გიორგი დოხტურშვილი - საგზაო სამუშაოები მესამე მასივში

06/28/2019
Bacho Ivanishvili-ის მიერ

მესამე მასივში საერთო სარგებლობის გზებისა და შიდა ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ვარკეთილის ზ/პლატო, II მ/რ, კორპუსი N1 - ის და იმედა კახნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობს ტროტუარისა და ბორდიურების მოწყობა და ახალი ასფალტის საფარის დაგება, რაც მოსახლეობის წინასაარჩევნო დაკვეთა იყო.
„ მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამოდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სამუშაოების ჩასატარებლად თანხა სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო.
#მესამემასივი
#გიორგიდოხტურიშვილი