Giorgi shalvashvili - lEQSI. kitxulobs ( IOANE QARTVELI)
მეგობრებო, ეს გახლავთ გიორგი შალვაშვილის ოფიციალური არხი, ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ, სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება. პატივისცემით, გიორგი შალვაშვილი ლექსის ავტორი : გიორგი შალვაშვილი Avtori : giorgi shalvashvili ****** მ ე რ ე ****** თუ დღემ დამაბერა, ღამე მიალერსებს მოვა უკითხავად, ჩემთან გათენება, სულის ჰამაკებზე ლერწმებს დამაფარებს, ნაბიჯ-ნაბიჯებით, მოვა დაბერებაც. განა სიბერეში, ავი ბედითია? ანდა განა ვშიშობ, წელში მოვიხარო? სიტყვას-სიტყვას ვაბამ, მაგრამ ვერ მითქვია, არც ის მინდა ვინმეს, სიტყვა მოვიპარო! მერე დამძრახავენ, სიტყვის ქურდიაო, სულ არ მედარდება, მაგრამ მეტკინება, თავის-თავის აზრი, ვერსად უთქვიაო, მოვკვდები და მერე, გამომეტირება, ყველა უგუნური, ვინც რა დამაბრალა, ვინც კი ჩემი გულის, ცემა ფეხით თელა, ვინც სულის ამოსვლა, ჩემით არ მაცალა, უკან გამომყვება ყველა! ხო სულ ყველა! რადგან ერთი გზაა, იქით წასასვლელი, ხრიოკ-ეკალ-ბარდით-ქვიშითა და მტვერით, ერთი გვირაბია ყველას გასასვლელი, ფიქრ აკიდებული, მოყვრითა და მტერით! ჩვენი ფეხით მივალთ, უფლის სამსჯავროზე, იქ მოგვეკითხება, ვის რა გვითესია, არ შეგვითანხმდება, გაბრიელი დროზე, არც უკან გაგვიშვებს უფალი, მესია! დაილოცოს ღმერთო, შენი სამართალი! ყველა შენი მცნებით, ბევრი მიტირია, შენ თავად განსაჯე, მტყუანი, მართალი, მანამ სამარეში, გამომიძინია... ნეტავ გამაღვიძოს, შენმა გამართლებამ, აკანკალებული, შენს წინ მალოცვინოს, სული ამიმაღლოს, შენმა ამაღლებამ, და მერე სამოთხის, კართან მალოდინოს. მუხლებ დაჩოქილი, შევხვდე ქერუბიმებს, ღმერთო როგორ მინდა, გთხოვ მომეცი ნება, რომ სამოთხის კართან, შენთან მომლოდინემ, მარადიულობა ვიგრძნო, როგორ დგება. ღმერთო დაილოცოს, შენი სამართალი, რადგან გამაჩინე, ცოტას კიდევ ვივლი, კიდევ ავიტანო, მინდა ასატანი, შენი შვილი ვარ და მიწაზეც მომივლი. დედას დაურჩინე, ჩემი თავი ღმერთო! მე ხომ სიცოცხლე ვარ, დედამ ასე მითხრა, და თუ წამოვედი, შენთან ჩემო ერთო, დედას დაერქმევა, უჩემობით ვინღა?. ვინდა შაოსანი, ცრემლად მომდინარი, მისი სილამაზე, სახეს დაიპორტნის, ვეღარ მეყოლება, დედა მომღიმარი, სიბერეს შეალევს, ჩემთან მოსვლის ლოდინს... ისევ აქ დავრჩები, ჩემდა საწამებლად, შენი ლოცვით ღმერთო, ტკბილად დამაბერე, მერე მიეც მიწას, ლეში სახამებლად, და ფერისცვალების, ფერი დამაფერე. ისევ მზე შინა და ისევ მზე გარეთა, ისევ შენი ლოცვით, მზევ შინ შემოდიო! ისევ დედავ, ნანა, ყურში მეფერება, მზევ შინ შემოდიო, მზევ შინ შემოდიო. ჯერ მზე დამაფერე... მერე დამაბერე.... მ ე რ ე !... გ. შალვაშვილი 29 /11/2019❤ Created by VideoShow:http://videoeditorglobalserver.com/free
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები-ის სხვა ვიდეოები
გიორგი შალვაშვილი - არ დამტოვო მარტო
04:06
გაფანტული მარგალიტები / ხვიჩა ხარაიშვილი - გული გუ...
04:14
Giorgi shalvashvili da kaki bolqvadze - MONATREBA
03:33
giorgi shalvashvili - minda amis tqma - გიორგი შალ...
01:05
Tbilisi art-hall თეატრი - ძუნწი ( კომედია )
03:49
გიორგი შალვაშვილი და ფანდურა - მივალ მივყვები / gi...
03:22
giorgi shalvashvili - minda amis tqma / გიორგი შ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი შალვაშვილი ( ლექსი ) - მივდივარ / giorgi shalvashvili...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
გიორგი შალვაშვილი - მივდივარ ( მივდივარ ) / giorgi shalvashv...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
Giorgi Shalvashvili - DEDA (Leqsi). Poezia Da Ar Daidardo
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
გიორგი შალვაშვილი - წადი ( ლექსი ) / Giorgi shalvashvili - w...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
გიორგი შალვაშვილი - დაგელოდები (ლექსი) /giorgi shalvashvili...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
გიორგი შალვაშვილი - მივდივარ (ლექსი ) / Giorgi Shalvashvili...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
გიორგი შალვაშვილი - ისე შემიყვარე (ლექსი ) / Giorgi shalvash...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები
გიორგი შალვაშვილი - დედას / Giorgi shalvashvili - dedas ( na...
Giorgi Shalvashvili-PearlsTv გაფანტული მარგალიტები