ევთანაზია და მისი პრობლემატური მხარეები

02/13/2021
nino sadzaglishvili-ის მიერ

2021 წლის 10 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ქეთა ქეთელაურის ადმინისტრაციის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა ლექცია, თემაზე: ,,ევთანაზია\"
ლექციას უძღვებოდა თეოლოგი, ფსიქოლოგი, ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქრისტიანული ეთიკისა და ბიოთიკის მიმართულებით ნინო საძაგლიშვილი. შეხვედრაზე განვიხილეთ ევთანაზიის ისტორიულ-რელიგიური, ფილოსოფიური, სამედიცინო და სამართლებრივი საკითხები და შევთანხმდით, რომ ამ თემაზე მზა პასუხები არ არსებობს, არამედ მხოლოდ ღია დიალოგი და პრობლემატიკის სწორად წარმოჩინებაა შესაძლებელი.
შეხვედრის ბოლოს დავასახელეთ აღნიშნულ საკითხზე გადაღებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიც.
შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა. ტექნიკური ხარვეზების გამო, ვიდეოს აკლია დისკუსიის ნაწილი.