ხმითნაწერები - ქართული პოეზიის აუდიო მრავალტომეული

02/23/2015
AraGviani-ის მიერ

My Amazon Page ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani
Created for You.
Watch more videos here: http://vid.io/xcRR
\"ხმითნაწერები\" ქართველი პოეტების ლექსების მრავალტომეულია. თითო ტომი მოიცავს თითო ავტორის ხმით ნაწერი ლექსების სტუდიური ხარისხის აუდიო კრებულს.
\"ხმითნაწერები\" გამოიცემა აუდიო სიდი (ACD) ფორმატში, თვეში ერთხელ.
\"ხმითნაწერები\" ჰონორარიანი პროექტია ავტორთათვის.
შეძენის მსურველები დაგვიკავშირდით: 577-14-14-23
პ.ს. გააზიარეთ. მესმის რომ ბევრს არა აქვს საშუალება შეიძინოს, მაგრამ საქართველოში საკმარისად მოიძებნებიან მსურველები, რომლებსაც შეულიათ შეძენა. პრობლემაა ინფორმაციის მიწოდება მსურველებამდე. რეკლამა ძალიან ძვირი ჯდება და ჯერჯერობით ამისი საშუალება არაა.
გამოვიყენოთ უძველესი და მარტივი მეთოდი ინფორმაციის გავრცელებისა. ჭორი ცუდი და ზიანის მომტანია და სწრაფად ვრცელდება. იქნება, გვეცადა და სასიკეთო ინფორმაცია გაგვევრცელებინა ამ მეთოდით?
საკუთარ კედელზე გაზიარებით ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება თქვენი მეგობრებისთვისაც. მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდნენ შეძენის მსურველებიც.
გამოცემა ჰონორარიანია ავტორთათვის. ავტორების მიერ გამომუშავებული ჰონორარი მთლიანად გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ავტორი ამაზე ვერ ისაუბრებს, არაა მისი მხრიდან ეს ლამაზი. თუმცა, მისი შემოქმედებითი შრომაც შრომაა და აუცილებლად უნდა დაფასდეს. ერთად ერთი რამეა მკითხველ-მსმენელისგან საჭირო: - გააზიარეთ. გააზიარეთ... მოაძებნინეთ მყიდველს და დისკს ერთმანეთი. მომეხმარეთ მყიდველამდე ინფორმაციის მიწოდებაში და რამდენიმე წელიწადში ქართველი პოეტების ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მათდამი დამოკიდებულებაც. ასევე გაუმჯობესდება ზოგადი ინტელექტის დონეც ქვეყანაში. ერთი კარგი ავტორის შემოქმედებას გაცილებით მეტის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე რამდენიმე ათეულ ათას ლარიან უმაღლეს განათლებას. ასეთი ძალა აქვს ხელოვნებას, შემოქმედებას. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. პოეზია სიტყვიერების გვირგვინია. გააზიარეთ ვიდეოანონსი.

ვიდეოები „AraGviani"-ისგან